საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის (N1056/ო ) ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შესაბამისად „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 0 23 00001622
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № REG 0 23 00001622  

2023 წლის 23 ივნისი

ქ, თბილისი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის (N1056/ო ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შესაბამისად „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის“ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, 62-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №1056/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა და შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო-წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონზე“ (ს/კ 212685414, ფაქტობრივი მისამართი: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი №21) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობის ნომერი: N000462).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო-წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონის“ კლინიკური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელის განცხადებები: N607419, 09.06.2023წ; N657906, 23.06.2023

 

სააგენტოს დირექტორი                                                                ირაკლი მხეიძე