სააქციო საზოგადოების „საჩხერეგაზი“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

სააქციო საზოგადოების „საჩხერეგაზი“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტი (ს/კ 239393811), როგორც სააქციო საზოგადოების „საჩხერეგაზი“ აქციების 99.96757 %-ის მფლობელი, მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 225-ე მუხლით „მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვა“ მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოების „საჩხერეგაზი“ აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტი განცხადებით მიმართავს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

სააქციო საზოგადოების „საჩხერეგაზი“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საჩხერის მუნიციპალიტეტი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, სააქციო საზოგადოების „საჩხერეგაზი“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სააქციო საზოგადოების „საჩხერეგაზი“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილი აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: მართვის ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტურად განხორციელება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს შორენა ოგანეზოვს, მისამართი: ქ. საჩხერე, თავისუფლების ქ.№4. ტელ: 599 07 77 52, ელექტრონული მისამართი: sachkheremeria@gmail.com

აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა (მოსაშვილის ქ. №11), მე-7 სართული. ოფისი №714, 0179. ტელ: (+995 32) 2 22 53 51; 790 115 100; ფაქსი (995 32) 2 25 15 60. ელექტრონული ფოსტა: info@usr.ge

 საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი  ლევან ივანაშვილი