ქარელის მუნიციპალიტეტის დაუმისამართებელ სოფლებში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 28.07.2023
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.144.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში,
სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების
არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის დაუმისამართებელ სოფლებში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №44
2023 წლის 28 ივლისი
ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის დაუმისამართებელ სოფლებში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 04 ივლისს, №140909 ინიციატივით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქარელის მუნიციპალიტეტის დაუმისამართებელ სოფლებში ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე. ინიციატივას თან ერთვის არაბული ციფრების გამოყენებით გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) შემოთავაზებული სახელწოდებების ტექსტური და სოფლების მიხედვით გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკები. სოფლების განაშენიანებული ტერიტორიებისთვის ქუჩათა ქსელის პროექტი შექმნილია ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის მეთოდით.
საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად: „სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის ამ კანონით დადგენილი წესით სახელის მინიჭებამდე დასაშვებია არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება (მაგალითად, 1-ლი ქუჩა, მე-2 ქუჩა და ა. შ.) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინიციატივის წარდგენიდან 1 თვის ვადაში“.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517 დადგენილებით დამტკიცებული „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) დაუმისამართებელი სოფლების დამისამართების პროექტს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის აუცილებელ ამოცანას და მისი ძირითადი სამუშაოები 2023 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განხორციელდეს ქარელის მუნიციპალიტეტის დაუმისამართებელ სოფლებში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი 1-ის შესაბამისად.
2. ქარელის მუნიციპალიტეტის დაუმისამართებელი სოფლების ტერიტორიაზე სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 04 ივლისის №140909 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკების დანართი 2-ის შესაბამისად.
3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
5. განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
6. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
7. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში
(მისამართი: ქ. ხაშური, მერაბ კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე