2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 02.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №38/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016692
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2023
matsne.gov.ge 273 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 02.08.2023 საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 27.02.2023 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 01.02.2022 2023 წლის 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 20.02.2023 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 86% 24.05.2019

დოკუმენტის ტექსტი

2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №38/2023 2023 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი ერთზე მეტი სახის არჩევნებში: ა) რეგისტრაციაში გატარების მიზნით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, რეგისტრაციაში გასატარებლად საკმარისია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა; ბ) აკრედიტაციაში გატარების მიზნით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში, აკრედიტაციაში გასატარებლად საკმარისია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ერთი ეგზემპლარის წარმოდგენა. მუხლი 2🔗 2023 წლის 1 ოქტომბრის ერთ-ერთი სახის არჩევნებისათვის: ა) რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მათი დამკვირვებლები რეგისტრირებულად ჩაითვალონ: 2023 წლის 1 ოქტომბრის იმ სახის არჩევნებისთვისაც, რომელი არჩევნების დაკვირვების სურვილის თაობაზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, დამატებით წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ ვადაში. ბ) აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები აკრედიტირებულად ჩაითვალონ 2023 წლის 1 ოქტომბრის იმ სახის არჩევნებისთვისაც, რომელ არჩევნებში აკრედიტაციის სურვილის თაობაზე აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება დამატებით წერილობით განაცხადებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი