„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის N69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.125.016475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 31 ივლისი

ქ. ტყიბული

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №69 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში  (www.matsne.gov.ge 02/11/2018 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.125.016335) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ბ) სახელმწიფო რწმუნებულს.

2.  დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ:

ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები;

ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები ან/და საჯარო მოხელეები;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული არაუმეტეს 2 წევრი;

დ) საზოგადო მოღვაწეები ან/და საპატიო წოდების მქონე პირები.“.

3. დანართის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და სიმბოლური საჩუქარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა დამზადებას უზრუნველყოფს მერია.

3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და სიმბოლური საჩუქრის გადაცემა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ხდება წელიწადში ერთხელ „ტყიბულქალაქობის“ სახალხო დღესასწაულზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე