„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3517-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
140120000.05.001.021050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი

1. სამხედრო-საბრძოლო იარაღი არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად და საბრძოლო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნების განსახორციელებლად.

2. აკრძალულია სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება (გარდა დისლოკაციის ადგილებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.

3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამხედრო-საბრძოლო იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენებისა და ამ იარაღთან მოპყრობის სხვა საკითხები შეიძლება განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელმა.

4. სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალასა და ტექნიკურ დოკუმენტაციას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3517-XIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

იარაღის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2023.
როდის იქნა მიღებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.09.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3517-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 140120000.05.001.021050.
რამდენი მუხლისგან შედგება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3517-XIIIმს-Xმპ, 21.09.2023, სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.021050 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5881774/