„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№280
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.024113
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №280 

2023 წლის 3 აგვისტო

   ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010; 470230000.10.003.016116) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) №2 1 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“ („დამატებითი სანებართვო პირობები“)) IX თავის („რეანიმაციული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს“):

1. პირველი, მე-2 და მე-3 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1

სარეანიმაციო დარბაზი, რომლის საერთო ფართობი ერთ საწოლზე გაანგარიშებით უნდა იყოს არანაკლებ 15 კვ/მ-ისა

 

პედიატრიული სერვისის შემთხვევაში  სარეანიმაციო დარბაზი, რომლის ფართობი ერთ საწოლზე გაანგარიშებით უნდა იყოს არანაკლებ 14 კვ/მ-ისა

 

 

 

ა) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს II-III დონეების ინტენსიური მკურნალობის/მოვლის სერვისის მიწოდების შემთხვევაში;

ბ) ერთსაწოლიანი იზოლირებული რეანიმაციული სივრცეების შემთხვევაში, თითოეულის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 13კვ/მ-ისა;

გ) შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების მიწოდების შემთხვევაში, ბავშვებისთვის ცალკე სარეანიმაციო დარბაზი;

დ) სხვადასხვა დარბაზი (იზოლირებული სივრცე) სხვადასხვა ჯგუფის პაციენტისთვის, კერძოდ: კარდიოქირურგიული პაციენტებისათვის (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება I დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის სერვისის მიწოდების შემთხვევაში);

ე) ფართის გადაანგარიშება ხდება რეანიმაციული დარბაზის/პალატის საერთო ფართის საწოლთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით;

ვ) აღნიშნულ ფართში მოიაზრება ერთსაწოლიანი შესაბამისი პალატების განთავსების შესაძლებლობაც;

ზ) არ არის დაშვებული I და II-III დონეების ინტენსიური მკურნალობის/მოვლის სერვისის  საწოლების ერთ დარბაზში/პალატაში განთავსება  

2

დაცილება საწოლების გვერდით ზედაპირებსა და კედლებს შორის − არანაკლებ 1,2 მ-ისა, საწოლის ბოლოდან კედლამდე/ბარიერამდე − არანაკლებ 2,2 მ-ისა,  საწოლის თავის დაცილება კედელთან − არანაკლებ 1 მ-ისა, საწოლებს შორის დაშორება – არანაკლებ 1,2 მ-ისა

ა) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს II-III დონეების ინტენსიური მკურნალობის/მოვლის სერვისის მიწოდების შემთხვევაში;

ბ) საწოლის ბოლოდან კედლამდე/ბარიერამდე დაცილებასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება ერთსაწოლიან იზოლირებულ რეანიმაციულ სივრცეებზე

3

საწოლების განთავსება უნდა იძლეოდეს მათთან 3600 მიდგომისა და  რეანიმაციული საწოლის კარის მიმართულებით დაუბრკოლებლად გადაადგილების  შესაძლებლობას

ერთეულის მოწყობა უნდა იძლეოდეს პაციენტის 24/7-ზე მეთვალყურეობის საშუალებას.“.

 

2. 39.2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39.2

დაცილება საწოლების გვერდით ზედაპირებსა და კედლებს, ასევე საწოლის ბოლოსა და კედელს/ბარიერს შორის − 1,2 მ, საწოლის თავის დაცილება კედელთან − არანაკლებ 0,7 მ-ისა, საწოლებს შორის დაშორება – არანაკლებ 1,2 მ-ისა

საწოლის ბოლოდან კედლამდე/ბარიერამდე დაცილებასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება ერთსაწოლიან იზოლირებულ  სივრცეებზე.“.

                  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2023.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 03.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №280. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.024113.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №280, 03.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024113 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5886938/