ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N2 ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 04.08.2023
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-93. 93232162
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ჰერეთის ქუჩის (ცენტრალური ქუჩა) მესამე შესახვევისათვის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის პირველი ქუჩისათვის ბაჯიხევის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ლელიანში მდებარე ქუჩისათვის იოანე ნათლისმცემელის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ჰერეთის ქუჩის (ცენტრალური ქუჩა) მეოთხე შესახვევისათვის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N2 ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-93. 93232162
2023 წლის 4 აგვისტო
ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის №2 ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1🔗
მიენიჭოს თამარ მეფის სახელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის №2 ქუჩას (ცენტრალურ ქუჩის პარალელური ქუჩა), თანდართული რუკის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ–ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – ,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.
მუხლი 4🔗
განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია