📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №289
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2023
matsne.gov.ge 1,438 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაცია
2 აკრედიტებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის  ყოველწლიური შეფასება
3 ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაცია დამატებით სფეროში
4 დამატებითი უბნის/ფილიალის შეფასება
5 ყოველი დამატებითი (ერთზე მეტის შემთხვევაში) ინსპექტირების ხაზის შეფასება ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში აკრედიტაციის დროს
6 ყოველი დამატებითი (ერთზე მეტის შემთხვევაში) ინსპექტირების ხაზის შეფასება ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ყოველწლიური შეფასების დროს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
შესაფასებელი მეთოდების რაოდენობა პირველადი/განმეორებითი აკრედიტაცია, ყოველწლიური/არაგეგმური შეფასება, დამატებითი ვიზიტი (ლარი)
≤10 4060
≤20 3190
≤30 3480
≤50 3770
≤70 4060
ინსპექტირების ობიექტების რაოდენობა პირველადი/განმეორებითი აკრედიტაცია, ყოველწლიური/არაგეგმური შეფასება, დამატებითი ვიზიტი  (ლარი)
≤3 4350
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 10.11.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ თარიღი 82% 15.01.2021 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5 დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდი 82% 30.12.2019 აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე აკრედიტაციის სტანდარტი 81% 10.04.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 15.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №289 2023 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 99-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“. 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან და არ გავრცელდეს 2023 წლის პირველი ნოემბრამდე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ სსიპ – აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში წარდგენილ მოთხოვნაზე – პირველადი აკრედიტაციის, სფეროს გაფართოების, განმეორებითი აკრედიტაციისა და ყოველწლიური შეფასების თაობაზე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერ­თი­ანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ გაწეული მომ­სახურების საფასური განისაზღვრება: ა) პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის მიზნით განხორციელებული შეფასების სამუშაოებისთვის, აკრედიტებული ორგანოების ყოველწლიური და არაგეგმური შეფასების სამუშაოებისთვის, აკრედიტაციის მსურველი ორგანოების წინასწარი შეფასების სამუშაოებისა და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის სამუშაოებისთვის; ბ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობისთვის. 2. ამ წესით დაწესებული საფასურები მოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. 3. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, ცენტრის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახუ­რების გაწევისას დაინტერესებული მხარე დამატებით ფარავს შეფასების ჯგუფის სამივლინებო ხარ­ჯებს, მათ შორის, მგზავრობის, სასტუმროში განთავსებისა და დღიურ ხარჯებს. 4. პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციისა და აკრედიტებული ორგანოს სფეროს გაფართოების საფასური შედგება: ა) აკრედიტაციის განაცხადის რეგისტრაციის საფასურისაგან, რომელიც შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს; ბ) აკრედიტაციის ძირითადი საფასურისაგან, რომელიც თითოეული ტიპის აკრედიტებული ორგანოსათვის განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად; გ) აკრედიტაციის დოკუმენტების ანალიზის საფასურისაგან, რომელიც შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს; დ) ადგილზე შეფასების საფასურისაგან, რომელიც გამოითვლება შეფასების ჯგუფში ჩართული თითოეული შემფასებლის მიერ შეფასებაზე, მათ შორის, დოკუმენტების ანალიზზე, დახარჯული დღეების რაოდენობის გამრავლებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე;   ე) აკრედიტებული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ინგლისურენოვანი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადების საფასურისაგან, რომელიც შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. 5. აკრედიტებული ორგანოს ყოველწლიური შეფასების საფასური შედგება: ა) აკრედიტაციის ძირითადი საფასურისაგან, რომელიც თითოეული ტიპის აკრედიტებული ორგანოსათვის განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით; ბ) ადგილზე შეფასების საფასურისაგან, რომელიც გამოითვლება შეფასების ჯგუფში ჩართული თითოეული შემფასებლის მიერ შეფასებაზე დახარჯული დღეების რაოდენობის გამრავლებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე. 6. აკრედიტებული ორგანოს არაგეგმური შეფასების სამუშაოების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს საკუთარი ხარჯებით აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად) და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის საფასურები შედგება: ა) აკრედიტაციის ძირითადი საფასურისაგან, რომელიც თითოეული ტიპის აკრედიტებული ორგანოსათვის განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით; ბ) ადგილზე შეფასების საფასურისაგან, რომელიც გამოითვლება შეფასების ჯგუფში ჩართული თითოეული შემფასებლის მიერ შეფასებაზე (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტების ანალიზზე) დახარჯული დღეების რაოდენობის გამრავლებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე. 7. აკრედიტაციის მსურველი ორგანოს წინასწარი შეფასების საფასური შედგება: ა) აკრედიტაციის ძირითადი საფასურისაგან, რომელიც თითოეული ტიპის აკრედიტებული ორგანოსათვის განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით; ბ) ადგილზე შეფასების საფასურისაგან, რომელიც გამოითვლება შეფასების ჯგუფში ჩართული თითოეული შემფასებლის მიერ შეფასებაზე, მათ შორის, დოკუმენტების ანალიზზე, დახარჯული დღეების რაოდენობის გამრავლებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე. 8. თუ ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევა ხდება ორგანიზაციისათვის, რომელსაც აქვს ასევე სხვა ლოკაცია/ფილიალი, ამ შემთხვევაში, ამ დადგენილებით განსაზღვრულ აკრედიტაციის ძირითად საფასურს დაემატება თითოეული სხვა ლოკაციის/ფილიალის შეფასების საფასური, რომელიც გამოითვლება ამ წესის დანართი №1-ით.   9. ამ წესით დადგენილი ადგილზე შეფასების საფასურის გამოთვლისას, შემფასებლების რაოდენობის  განსაზღვრა ხდება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის სფეროს გათვალისწინებით, ისე, რომ შეფასების ჯგუფში შემავალი შემფასებლების კომპეტენცია ფარავდეს აკრედიტაციის ციკლის პროგრამით ან შეფასების გეგმით გათვალისწინებულ შესაფასებელ სფეროს, ხოლო თითოეული შემფასებლისათვის განსაზღვრული სამუშაო დღეების რაოდენობა დგინდება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის სფეროს რაოდენობისა და მოცულობის (მაგ: მეთოდების, ობიექტების, პერსონალის და ფილიალების  რაოდენობის, შეფასების ტექნიკის გათვალისწინებით და სხვა) შესაბამისად. 10. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მოწყობისა და მასში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება ამ წესის დანართი №2-ით.     11. პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის შეფასებასა და ყოველწლიურ/არაგეგმურ შეფასებაში უცხოელი ტექნიკური შემფასებლის/ტექნიკური ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, მი­სი ანაზღაურება განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაემატება ამ წესით გამოთვლილ საფასურს. 12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის (პირველადი/განმეორებითი), ყოველწლიური/არაგეგმური შეფასებისა და აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შეფასების საფასურები განისაზღვრება ამ წესის №3 დანართის შესაბამისად. დანართი №1 აკრედიტაციის ძირითადი საფასურის განაკვეთები საკალიბრო/საგამოცდო/სამედიცინო ლაბორატორიისათვის შესაფასებელი მეთოდების რაოდენობა პირველადი/განმეორებითი აკრედიტაცია, ყოველწლიური/არაგეგმური შეფასება, დამატებითი ვიზიტი (ლარი) ≤10 2900 ≤20 3190 ≤30 3480 ≤50 3770 ≤70 4060 შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო მოიცავს 70-ზე მეტ მეთოდს, საფასური გამოიანგარიშება ცხრილში მოცემული ინტერვალების შესაბამისად ინსპექტირების ორგანოსათვის ინსპექტირების ობიექტების რაოდენობა პირველადი/განმეორებითი აკრედიტაცია, ყოველწლიური/არაგეგმური შეფასება, დამატებითი ვიზიტი  (ლარი) 1 2900 ≤3 4350 ≤5 5800 ≤7 7250 ≤9 8700 ≤11 10150 ≤13 11600 ≤15 13050 შენიშვნა: ყოველ დამატებით ობიექტზე 15 ობიექტის ზემოთ ძირითად საფასურს ემატება 1450 ლარი პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო სერტიფიკაციის სფეროების რაოდენობა პირველადი/განმეორებითი აკრედიტაცია, ყოველწლიური/არაგეგმური შეფასება, დამატებითი ვიზიტი  (ლარი) 1 2900 ≤3 4350 ≤5 5800 შენიშვნა: ყოველ დამატებით სერტიფიკაციის სფეროზე 5 სერტიფიკაციის სფეროს ზემოთ ძირითად საფასურს  ემატება 1450 ლარი საკვალიფიკაციო გამოცდის მიმწოდებელი ორგანო საკვალიფიკაციო ტესტირების პარამეტრი პირველადი/განმეორებითი აკრედიტაცია, ყოველწლიური/არაგეგმური შეფასება, დამატებითი ვიზიტი (ლარი) 1 2900 ≤5 3480 ≤10 4060 ≤15 4640 შენიშვნა: ყოველ დამატებით საკვალიფიკაციო პარამეტრზე 15 პარამეტრის ზემოთ ძირითად საფასურს  ემატება 580 ლარი პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების სერტიფიცირება პროდუქტის/პროცესის/მომსახურების  სახეობის რაოდენობა პირველადი/განმეორებითი აკრედიტაცია, ყოველწლიური/არაგეგმური შეფასება, დამატებითი ვიზიტი (ლარი) 1 2900 ≤3 4350 ≤5 5800 ≤7 7250 ≤9 8700 ≤11 10150 ≤13 11600 ≤15 13050 შენიშვნა: ყოველ დამატებით პროდუქტზე 15 პროდუქტის ზემოთ ძირითადი საფასურის თანხას ემატება 1450 ლარი აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების  სერტიფიცირება აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის (IAF) კოდების  რაოდენობა პირველადი/განმეორებითი აკრედიტაცია, ყოველწლიური/არაგეგმური შეფასება, დამატებითი ვიზიტი (ლარი) 1 2900 ≤3 4350 ≤5 5800 შენიშვნა: ყოველ დამატებით კოდზე 5 IAF კოდის ზემოთ ძირითადი საფასურის თანხას ემატება 1450 ლარი დანართი №2 № ტრენინგში/სწავლებაში მონაწილეთა რაოდენობა n ტრენინგში/სწავლებაში მონაწილეობის დღიური საფასური ერთი პირისათვის (ლარებით) 1 5≤n≤30 300 დანართი №3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოების პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის, ყოველწლიური შეფასების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, არაგეგმური შეფასებისა და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის საფასურები 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ორგანოების პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის, ყოველწლიური შეფასების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოებისა და არაგეგმური შეფასებისა და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის საფასური H-ის ღირებულება გამოითვლება შემდეგი ფორმულით: H=A+B+T, სადაც: A არის დაინტერესებული მხარის მიერ ცენტრში აკრედიტაციისათვის შეტანილი განაცხადის განხილვის საფასური; B არის ძირითადი საფასური; T არის ტექნიკური შემფასებლის (ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტის) ანაზღაურება, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით: T=100+15xN, სადაც: 100 არის ერთი ტექნიკური შემფასებლის საბაზო ანაზღაურება ლარებში; ხოლო 15 არის მისი ანაზღაურება ერთ შესაფასებელ სფეროში, ლარებში. 2. A და B საფასურები განისაზღვრება ამ დანართის ცხრილი №1-ის  შესაბამისად. 3. N არის შესაფასებელი სფეროების რაოდენობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების სხვადასხვა სფეროში გამოითვლება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით განსაზღვრული  კატეგორიების შესაბამისად. 4. „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულება, განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით. 5. ამ დანართის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის, ყოველწლიური შეფასების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოებისა და არაგეგმური შეფასებისა და შეფასების ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი ვიზიტის  საფასური უნდა გამრავლდეს ამ დანართის ცხრილ №2-ში მოცემულ კოეფიციენტებზე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ან/და მათი ფილიალებისათვის. ცხრილი №1  № მომსახურების სახეობა განაცხადის საფასური A (ლარებით) ძირითადი საფასური B (ლარებით) 1 ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაცია 500 1700 + 100xN 2 აკრედიტებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის  ყოველწლიური შეფასება - 1200 + 100xN 3 ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაცია დამატებით სფეროში 250 1200 + 100xN 4 დამატებითი უბნის/ფილიალის შეფასება 1200 + 100xN 5 ყოველი დამატებითი (ერთზე მეტის შემთხვევაში) ინსპექტირების ხაზის შეფასება ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში აკრედიტაციის დროს 1700 6 ყოველი დამატებითი (ერთზე მეტის შემთხვევაში) ინსპექტირების ხაზის შეფასება ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ყოველწლიური შეფასების დროს 1200 ცხრილი №2 კოეფიციენტი თბილისი 5 აჭარა    ბათუმი 5    ქედა 1    ქობულეთი 2    შუახევი 1    ხელვაჩაური 1    ხულო 1 გურია    ლანჩხუთი 2    ოზურგეთი 2    ჩოხატაური 1 იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი     ქუთაისი 5    ბაღდათი 2    ვანი 2    ზესტაფონი 3    თერჯოლა 2    სამტრედია 2    საჩხერე 2    ტყიბული 2   წყალტუბო 2    ჭიათურა 2    ხარაგაული 1    ხონი 1    ამბროლაური 1    ლენტეხი 1    ონი 1    ცაგერი 1 სამეგრელო-ზემო სვანეთი    ზუგდიდი 3   ფოთი 3    აბაშა 1    მარტვილი 1    მესტია 1    სენაკი 2    ჩხოროწყუ 1    წალენჯიხა 1    ხობი 1 კახეთი    თელავი 2    ახმეტა 1    გურჯაანი 2   დედოფლისწყარო 1   ლაგოდეხი 2    საგარეჯო 2    სიღნაღი 2     წნორი 2    ყვარელი 2 სამცხე-ჯავახეთი    ახალციხე 2    ადიგენი 1     ასპინძა 1     ახალქალაქი 2    ბორჯომი 1    ნინოწმინდა 1 მცხეთა-მთიანეთი    დუშეთი 1    თიანეთი 1    მცხეთა 3    სტეფანწმინდა 1 ქვემო ქართლი     რუსთავი 5    ბოლნისი 2    გარდაბანი 2    დმანისი 1    თეთრიწყარო 1    მარნეული 3    წალკა 1 შიდა ქართლი    გორი 3    კასპი 1    ქარელი 1    ხაშური 3