„საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14559
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016712
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №14559

 

2023 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლისა  და  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2011 წლის  23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების  დამტკიცების  თაობაზე“  შემოსავლების  სამსახურის  უფროსის   2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების   პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

,,ე) საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის      2885 მუხლით   გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის      ჩადენისთვის      ფულადი      ჯარიმის      ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების ღონისძიებები, დანართი №5-ის სახით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი

დანართი №5

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების ღონისძიებები

დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიყენება გაფრთხილება, თუ ერთდროულად კამყოფილდება შემდეგი პირობები:

ა) დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის ფაქტის გამოვლენის თარიღის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იმავე ქმედების ჩადენისათვის, პირს პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია;

ბ) იმ დაქირავებულ პირზე, რომელზე ინფორმაცია არ არის წარდგენილი დაქირავებულ პირთა რეესტრში, გაცემული შრომის ანაზღაურების თანხები და დაკავებული გადასახადი ასახულია პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში.

შენიშვნა:

თუ დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის ერთი პროცესით გამოვლინდა ერთზე მეტი დაქირავებული პირის შესახებ ამავე რეესტრში ინფორმაციის წარუდგენლობის ფაქტი, ამ დანართის მიზნებისათვის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა შესრულებულად ჩაითვლება, თუ გაცემული შრომის ანაზღაურების თანხები და დაკავებული გადასახადი თითოეულ დაქირავებულ პირზე ასახულია პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში.