„საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №19617 |
|
2023 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი |
1. „საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) ბრძანების:
ბ.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გამოყენების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ცნობის გაცემის ღონისძიებები, დანართი №6-ის სახით.“;
ბ.ბ) ბრძანების 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი:
„43. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
„გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ახალი ცნობის გაცემისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს წინა დამქირავებელთან წარდგენილი ცნობა „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
დანართი №6
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გამოყენების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ცნობის გაცემის ღონისძიებები
1. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათი და „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოს წინა დამქირავებლის მიერ არ წარედგინა შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე, მომსახურების დეპარტამენტი გასცემს ახალ ცნობას, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირს, ბოლო 12 თვის განმავლობაში, არ უფიქსირდება საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა;
ბ) წინა დამქირავებელს ორჯერ მაინც გაეგზავნა დოკუმენტი, წერილობითი ფორმით, გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების საგადასახადო ორგანოში წარდგენის შესახებ, და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
2. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის იდენტიფიცირებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მომსახურების დეპარტამენტი გასცემს ახალ ცნობას „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“.