ჭიათურის მუნიციპალიტეტის წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2023
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-73. 732321618
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის პერევისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი
სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-73.732321618
2023 წლის 4 აგვისტო
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალისოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების:
ა) მღვიმევის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;
ბ) ქვედა ჭალოვანის ორთოფოტო №2 დანართის შესაბამისად;
გ) წირქვალის ორთოფოტო №3 დანართის შესაბამისად;
დ) ხალიფაურის ორთოფოტო №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მღვიმევის, ქვედა ჭალოვანის, წირქვალისა და ხალიფაურის ქუჩების სახელდება №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
მუხლი 4🔗
ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი