საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №314
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2023
matsne.gov.ge 712 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 04.07.2022 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 21.10.2025 ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 19.03.2015 საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 09.03.2015 სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 22.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №314 2023 წლის 15 აგვისტო    ქ. თბილისი საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე. 2.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 6.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი. 8.  სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი. 9. სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი. 10. სსიპ − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი. 11. სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი. 12. სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი. 13. სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი. 14. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი  − კომისიის წევრი. 15. სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი − კომისიის წევრი. 16. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის დებულება“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. კომისია, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასრულებს ქვეყნის შესაბამისი უწყებების საქმიანობის მაკოორდინირებელ ფუნქციას. 4. კომისია ასრულებს „საქართველოს 2023 − 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა“ (შემდგომში − სტრატეგია) და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის განხორციელების სამდივნოს ფუნქციას. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილებანი 1. კომისია უფლებამოსილია, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. 2. კომისიის მიერ მომზადებული წინადადებები და რეკომენდაციები დაეგზავნებათ შესაბამის უწყებებს.       3. კომისიას უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი დაწესებულებებიდან თავისი საქმიანობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. კომისია უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი და მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის საქმიანობის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონულ  სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა და ამისათვის კოორდინირებული პოლიტიკის წარმართვა.  2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა)   სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის განხორციელება და მისი განხორციელების ხელშეწყობა; ბ) საჭიროებისამებრ, სტრატეგიის განახლება და შემდგომი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება და სათანადო კოორდინაცია; გ) სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შესრულების მონიტორინგი და ზედამხედველობა; დ) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის  სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ე) სამუშაო ჯგუფ(ებ)ის, ასეთის შექმნის შემთხვევაში, საქმიანობის მონიტორინგი; ვ) კომისიის მიზნებისა და ძირითადი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა და მათზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. მუხლი 4🔗. კომისიის სტრუქტურა და მართვა 1. სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მიწვეულ იქნენ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ან სხვა პირები. 2. კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება, შეიქმნას დროებითი ან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები. კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე. 3. კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის ინიციირება შეუძლიათ კომისიის თავმჯდომარესა  და კომისიის წევრს.      4. კომისიის სხდომები იმართება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიმართოს კომისიის რიგგარეშე სხდომა, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრის მოთხოვნის საფუძველზე. 5. კომისიის სხდომები შეიძლება გაიმართოს როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრონულ ფორმატში. 6. კომისიის საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 7. კომისიის სხდომის დღის წესრიგი, დრო და ადგილი ეცნობებათ კომისიის წევრებს სხდომის გამართვამდე. 8. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.  10. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.