„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№320
სარეგისტრაციო კოდი
360000000.10.003.024153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №320

2023 წლის 18 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2014, 360000000.10.003.017957) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.  მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შედგება შემდეგი კარებისაგან:

ა) კარი I. გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტები და მათი მდგომარეობა;

ბ) კარი II. სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები;

გ) კარი III. ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე;

დ) კარი IV. გარემოსდაცვითი მმართველობა.“.

2.  მე-13-მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტები და მათი მდგომარეობა

გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტები და მათი მდგომარეობა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ატმოსფერული ჰაერი:

ა.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ა.ბ) სახელმწიფო რეგულირება;

ა.გ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში;

ა.დ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიზეზები;

ა.ე) ძირითადი გამოწვევები;

ბ) წყლის რესურსები:

ბ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ.ბ) საქართველოს წყლის რესურსები;

ბ.გ) წყალსარგებლობა;

ბ.დ) წყლის რესურსების მდგომარეობა;

ბ.ე) ძირითადი გამოწვევები;

გ) შავი ზღვის გარემო:

გ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

გ.ბ) სახელმწიფო რეგულირება;

გ.გ) შავი ზღვის ბუნებრივი თავისებურებები;

გ.დ) შავი ზღვის გარემოს მდგომარეობა;

გ.ე) ძირითადი გამოწვევები;

დ) მიწის რესურსები და ნიადაგი:

დ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

დ.ბ) სახელმწიფო რეგულირება;

დ.გ) მიწის რესურსებისა და ნიადაგის მდგომარეობა;

დ.დ) ძირითადი გამოწვევები;

ე) მინერალური რესურსები:

ე.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ე.ბ) სახელმწიფო რეგულირება;

ე.გ) მინერალური რესურსების მარაგი;

ე.დ) მინერალური რესურსების მოპოვების ზემოქმედება გარემოზე;

ე.ე) ძირითადი გამოწვევები;

ვ) ბიომრავალფეროვნება:

ვ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ვ.ბ) სახელმწიფო რეგულირება;

ვ.გ) არსებული მდგომარეობა;

ვ.დ) ძირითადი გამოწვევები.

მუხლი 14. სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები

სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) კლიმატის ცვლილება:

ა.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ა.ბ) კლიმატის ცვლილების მიზეზები და შედეგები;

ა.გ) კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;

ა.დ) კლიმატის ცვლილების გამოვლინება საქართველოში;

ა.ე) საქართველოს სათბურის აირების მისიები;

ა.ვ) ძირითადი გამოწვევები;

ბ) სტიქიური მოვლენები:

ბ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ.ბ) სახელმწიფო რეგულირება;

ბ.გ) საქართველოში გავრცელებული სტიქიური მოვლენები, სიხშირის ცვლილების დინამიკა და მაპროვოცირებელი ფაქტორები;

ბ.დ) ძირითადი გამოწვევები;

გ) ნარჩენები:

გ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

გ.ბ) სახელმწიფო რეგულირება;

გ.გ) საქართველოში არსებული მდგომარეობა;

გ.დ) ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა;

გ.ე) ძირითადი გამოწვევები;

დ) ქიმიური ნივთიერებები:

დ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

დ.ბ) სახელმწიფო რეგულირება;

დ.გ) არსებული მდგომარეობა;

დ.დ) ძირითადი გამოწვევები;

ე) მაიონებელი გამოსხივება:

ე.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ე.ბ) სახელმწიფო რეგულირება და კონტროლი;

ე.გ) მაიონებელი გამოსხივების წყაროები;

ე.დ) რადიაციული ფონის მონიტორინგი საქართველოში და მისი შედეგები;

ე.ე) ძირითადი გამოწვევები.“.

3. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე

ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ნადირობა და თევზჭერა:

ა.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ა.ბ) ნადირობა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები);

ა.გ) თევზჭერა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები);

ა.დ) ძირითადი გამოწვევები;

ბ) ტყითსარგებლობა:

ბ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ.ბ) ტყითსარგებლობის სექტორის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე;

ბ.გ) ძირითადი გამოწვევები;

გ) სოფლის მეურნეობა:

გ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

გ.ბ) სოფლის მეურნეობა − ზოგადი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები;

გ.გ) კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა;

დ) ტრანსპორტი:

დ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

დ.ბ) ტრანსპორტის სექტორის მდგომარეობა;

დ.გ) ტრანსპორტის სექტორის ზემოქმედება გარემოზე;

დ.დ) კლიმატის ცვლილება და ტრანსპორტის სექტორი;

დ.ე) ძირითადი გამოწვევები;

ე) მრეწველობა და ენერგეტიკა:

ე.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ე.ბ) მრეწველობა − ზოგადი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები;

ე.გ) ენერგეტიკა − ზოგადი მდგომარეობა და  ძირითადი გამოწვევები;

ე.დ) კლიმატის ცვლილება − მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორები.“.

4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. გარემოსდაცვითი მმართველობა

გარემოსდაცვითი მმართველობა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა:

ა.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ა.ბ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო;

ა.გ) გარემოს დაცვის პოლიტიკის დაგეგმვა;

ა.დ) ევროინტეგრაციის პროცესი;

ა.ე) გარემოს დაცვის პოლიტიკის შეფასება;

ა.ვ) გარემოს დაცვის დაფინანსება;

ა.ზ) საერთაშორისო თანამშრომლობა;

ბ) გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი:

ბ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ.ბ) ლიცენზიები;

ბ.გ) ნებართვები და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;

ბ.დ) გარემოსდაცვითი რეგლამენტები და წესები;

ბ.ე) გარემოსდაცვითი კონტროლი;

ბ.ვ) ძირითადი გამოწვევები;

გ) გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება:

გ.ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

გ.ბ) გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება;

გ.გ) გარემოსდაცვითი კვლევები;

გ.დ) ძირითადი გამოწვევები.“.

5. 35-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

„მუხლი 35​1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოები

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ზ) სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

კ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.08.2023.
როდის იქნა მიღებული „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №320. სარეგისტრაციო კოდი — 360000000.10.003.024153.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.08.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №320, 18.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 360000000.10.003.024153 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5898583/