„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №47 |
|
2023 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“:
ა) მე-3 მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „თ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;“; ა.ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საგადასახადო დავალიანების არქონა – საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით.“. ბ) მე-10 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავისუფლდება მხოლოდ იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, რომლის/რომელთა სააგენტოში წარდგენა სავალდებულოა თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), იმისდა მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას;“; ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი: „11. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია ითვალისწინებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას.“. გ) მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საგადასახადო დავალიანების წარმოშობა.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ წარმოდგენილი მომართვების განხილვაზე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე/კონკურსებზე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.08.2023. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 040170050.57.069.016195.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №47, 21.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016195 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5898684/