„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29-61 |
|
2023 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას მობილური ელექტრონული მოწყობილობა (პადი) უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემას (Protocols), რომლის მეშვეობით ხორციელდება: დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომელიც შეიცავს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში მითითებულ და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასურის თაობაზე მონაცემებს), დადგენილების და ინფორმაციის ასახვა; საჯარიმო ქვითრის/სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის თაობაზე ინფორმაციის სამართალდამღვევ პირთან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნა, თუ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია; საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული თანხის შეღავათით სარგებლობისა და გადახდის პროცესების მართვა; სამართალდამრღვევი პირისთვის საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნისა და ჩაბარების პროცესის მართვა; საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების პროცესის მართვა; საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის კანონის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას საქმის გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სამართალდამრღვევის მიმართ ჯარიმისა ან/და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის კანონის დადგენილ ვადაში გასაჩივრებისას გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარიმო ქვითრის აღსრულების მოქმედების შეჩერება.“;
ბ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობა
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125 2 მუხლით, 135-ე-135 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ელექტრონულ საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას, მოქმედებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290 5 მუხლით დადგენილი წესი.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების ადგილზე განხილვისას შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე არ ვრცელდება კოდექსის 2905 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათი.“.
|