„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39-29
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.017208
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39-29

2024 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134​​1 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016725) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„22. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო  სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოები − თბილისის რაიონის გამგეობები, რომლებიც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე ახორციელებენ ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლს (ინსპექტირებას), უფლებამოსილნი არიან შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიაწოდონ წერილობითი ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მიმწოდებლები სამუშაოების შესრულებას განახორციელებენ მათთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შესაბამისად და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოები − თბილისის რაიონის გამგეობები უზრუნველყოფენ ამ სქემის შესაბამისად სამუშაოების შესრულების კონტროლს, აღნიშნულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო არ განახორციელებს სამუშაოების მიმდინარეობისას საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის კონტროლს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1341 მუხლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო  სამსახური ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოები − თბილისის რაიონის გამგეობები წერილობითი მოსთხოვენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განახორციელოს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის კონტროლი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1341 მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული  სამუშაოების მიმდინარეობისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის კონტროლს იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების ჩატარებისას საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა (დროებითი ან/და მუდმივი) შეთანხმებულია ამ სააგენტოსთან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე