„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37-14 |
|
2024 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სააგენტოს თანამშრომლები სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როგორც წესი, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით ახორციელებენ. თანამშრომლის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.“.
2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 1 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
3. მე-5 მუხლს, 21 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლს (ინსპექტირებას), უფლებამოსილია შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მიმწოდებელი სამუშაოების შესრულებას განახორციელებს შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის (დროებითი ან მუდმივი) შესაბამისად და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს სქემის შესაბამისად სამუშაოების შესრულების კონტროლს, ამ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო არ განახორციელებს სამუშაოების მიმდინარეობისას საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის კონტროლს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1341 მუხლის შესაბამისად.“.
|