„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016381
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №10

2023 წლის 25 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის №9 დადგე­ნილებასა (სსმ, ვებგვერდი, 29/07/2021, 040030000.32.057.016348) და დადგენილებით დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს  47  (ორმოცდაშვიდი) საშტატო ერთეულით.“

ბ) დებულების მე-3 მუხლის ,,3-5“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშ­ნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის დირექ­ტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

4. ცენტრის დირექტორის მოადგილეების ფუნქცია-მოვალეობებს და საკურაციო სფეროებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.

5. ცენტრის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლო­ბის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას, მისივე ან მინისტრის დავალებით, დროებით ასრულებს ცენტრის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ცენტრის დირექტორის მოად­გილეების არყოფნისას დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული, ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე