თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2023
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016597
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბურდიაშვილი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.09.2014
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (2)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის - კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობის საპატიო ჯილდოების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2023 წლის 29 აგვისტო
ქ.თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. „წლის თელაველის“ საპატიო სიგელის ფორმა დამტკიცდეს დანართი №2-ის შესაბამისად.
2. „ქალაქ თელავის საპატიო მოქალაქის“ სიგელის ფორმა დამტკიცდეს დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №34 „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ (010250050.35.176.016034 – 24/09/2014) და 2014 წლის 25 სექტემბრის №32 დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ (010330000.35.163.016213 – 25/09/2014).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმამუკა ბურდიაშვილი
დანართი №1
თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტში საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.
2. თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვროს:
ა) „წლის თელაველი“;
ბ) „ქალაქ თელავის საპატიო მოქალაქე“.
3. თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შესაძლებლია მიენიჭოს ერეკლეობის დღესასწაულზე საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და, ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საკუთარი საზოგადოებრივი, პროფესიული, სპორტული ან/და სხვა საქმინობით/მოღვაწეობით:
ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს თელავის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თელავის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა პროგრამების განხორციელებაში;
დ) პროფესიონალური, სპორტული წარმატებით სახელი გაუთქვა ქვეყანას და თელავის მუნიციპალიტეტს;
ე) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსახლეობის განათლებასა და სულიერ განვითარებაში;
ვ) სამეცნიერო-შემოქმედებითი მიღწევებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თელავის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში;.
4. „წლის თელაველის“ საპატიო წოდების მინიჭება ხორციელდება წლის ბოლოს, მიმდინარე წელს მოპოვებული დამსახურებისთვის, ამ წესის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
5. საპატიო წოდების მინიჭებასთან ერთად შესაძლებელია ჯილდოს გადაცემაც. ჯილდოს სახეობად განისაზღვროს: თემატური სუვენირი, თემატური წიგნი, კულტურული ნამუშევრები, სხვა ფასიანი საჩუქრები.
მუხლი 2🔗. საპატიო წოდების მინიჭების წესი და პირობები
1. საპატიო წოდების მინიჭებაზე კანდიდატის წამოყენების ინიციატივის უფლება აქვს:
ა) თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცალკეულ წევრს ან ფრაქციას;
გ) თელავში რეგისტრირებულ სპორტულ, საზოგადოებრივ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;
დ) თელავის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს;
ე) თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს.
2. საპატიო წოდებაზე კანდიდატის წარდგენის ინიციატივას დაერთვის:
ა) პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემები;
ბ) კომპტენტური ორგანიზაციების, დამსახურებული მოღვაწეების რეკომენდაცია;
გ) კანდიდატის ღვაწლის/დამსახურების ამსახველი მასალა.
3. შემოსული ინიციატივების განხილვას აწარმოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, სხვა საჯარო მოხელეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, საზოგადო მოღვაწეები, სხვა პირები. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს ჯგუფის შემადგენლობიდან ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი.
4. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის დეტალები და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები აისახება ოქმში, ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით. განსხვავებული აზრი დაერთვის ოქმს წერილობითი სახით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს ჯგუფის ხელმძღვანელს.
5. სამუშაო ჯგუფი ინიციატივის განხილვის, წარმოდგენილი არგუმენტების შეჯერების და შეფასების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ კანდიდატისაგან მოითხოვს პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლს, ფოტოსურათს (3X4) და წერილობით თანხმობას. კანდიდატისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე ბრძანებას გამოსცემს თელავის მუნიციპალიტეტის მერი. საპატიო წოდების სიგელის ფორმას ამტკიცებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. საპატიო წოდების სიგელს, კანდიდატს საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე გადასცემს მუნიციპალიტეტის მერი.
6. სიგელში აღინიშნება საპატიო წოდების სახე, სახელი, გვარი, მოკლე დასაბუთება (დამსახურება/მიღწევები). სიგელზე დატანებული უნდა იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის გერბი, სიგელს ხელს აწერს თელავის მუნიციპალიტეტის მერი.
7. საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენილი ინიციატივა უნდა მოიცავდეს დასაბუთებას, მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს წამოყენებული კანდიდატის პიროვნული თვისებები და საპატიო წოდებაზე წარდგენის საფუძვლები. ინიციატივა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. სიგელის ფორმის დამზადებას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
9. საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში (ელექტრონული), რომლის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 3🔗. საპატიო ჯილდოს მინიჭების წესი
1. დაწესებულ იქნეს „ქეთევან იაშვილის სახელობის ჯილდო“.
2. „ქეთევან იაშვილის სახელობის ჯილდო“ შესაძლებლია მიენიჭოს, საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე პირს:
ა) „ქეთევან იაშვილის სახელობის ჯილდო“ ენიჭება მეცენატს, რომელმაც შეიტანა უდიდესი წვლილი თელავის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის საქმეში, უანგაროდ იზრუნა თელავის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული, სახელოვნებო მიმართულების განვითარებაზე.
3. ჯილდოს მინიჭებაზე კანდიდატის წამოყენების ინიციატივის უფლება აქვს:
ა) თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცალკეულ წევრს ან ფრაქციას;
გ) თელავში რეგისტრირებულ სპორტულ, საზოგადოებრივ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;
დ) თელავის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს;
ე) თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს.
4. ჯილდოს მინიჭებაზე წარდგენილი ინიციატივა უნდა მოიცავდეს დასაბუთებას, მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს წამოყენებული კანდიდატის პიროვნული თვისებები, მისი ამ წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმები. მიმართვა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
5. ინიციატივას დაერთვის:
ა) პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემები;
ბ) კომპტენტური ორგანიზაციების, დამსახურებული მოღვაწეების რეკომენდაცია;
გ) კანდიდატის ღვაწლის/დამსახურების ამსახველი მასალა;
დ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფოტოსურათი (3X4) და წერილობითი თანხმობა.
6. შემოსული ინიციატივების განხილვას აწარმოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, სხვა საჯარო მოხელეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, საზოგადო მოღვაწეები, სხვა პირები.
7. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის დეტალები და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს მერის ბრძანებით განსაზღვრული პირი. ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით. განსხვავებული აზრი დაერთვის ოქმს წერილობითი სახით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს ჯგუფის ხელმძღვანელს.
8. სამუშაო ჯგუფი ინიციტივის განხილვის, წარმოდგენილი არგუმენტების შეჯერების და შეფასების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კანდიდატისაგან მოითხოვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ფოტოსურათს (3X4) და წერილობით თანხმობას. კანდიდატისთვის ჯილდოს გადაცემაზე ბრძანებას გამოსცემს თელავის მუნიციპალიტეტის მერი.
კანდიდატს სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული ჯილდოს სახეობას საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე გადასცემს მუნიციპალიტეტის მერი, ჯილდოზე დატანილი უნდა იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის გერბი.
9. ჯილდოს შეძენას ან დამზადებას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
10. ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში (ელექტრონული), რომლის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 4🔗. საპატიო წოდების ჩამორთმევა
1. პირს შესაძლებელია ჩამოერთვას თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შემდეგ შემთხვევებში, თუ:
ა) პირმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფოს ან/და თელავის მუნიციპალიტეტის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება;
გ) ჩაიდინა ისეთი საქციელი, რამაც გამოიწვია სხვისი ღირსებისა და პატივის მნიშვნელოვანი ხელყოფა;
დ) პიროვნებას სურვილი აქვს საკუთარი ნებით უარი თქვას საპატიო წოდებაზე, ასეთ შემთხვევაში წერილობითი განაცხადი წარედგინება თელავის მუნიციპალიტეტის მერს.
2. საპატიო წოდების ჩამორთმევა ხორციელდება სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის შემდგომ, თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები
მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
„წლის თელაველის“
საპატიო წოდების სიგელის ფორმა
ს ი გ ე ლ ი
თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება
„წლის თელაველი“ მიენიჭა
დამსახურება/მიღწევები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
გადასცემს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ------- წლის ------------ რიცხვის №----- ბრძანებით,
ხელმოწერა:
თელავის მუნიციპალიტეტის მერი
დანართი №3
„ქალაქ თელავის საპატიო მოქალაქის“
საპატიო წოდების სიგელის ფორმა
ს ი გ ე ლ ი
თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება
„ქალაქ თელავის საპატიო მოქალაქე“ მიენიჭა
დამსახურება/მიღწევები --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
გადასცემს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ------- წლის ------------ რიცხვის №----- ბრძანებით,
ხელმოწერა:
თელავის მუნიციპალიტეტის მერი