1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის (შემდგომში „პროგრამა“) საბოლოო მიზანია, გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში და გაიზარდოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.

2. პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-16 მიზნის და ძირითადი პრინციპების (მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა, ინკლუზიურობა და ანგარიშვალდებულება) ადგილზე განხორციელების ხელშეწყობა.

3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება დუშეთის  მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

4. ამ დებულებით დამტკიცებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ადმინისტრირების ძირითადი წესები.

5. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით, შესაძლებელია განისაზღვროს მერის ბრძანებით და პროგრამის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების შესაბამისა