1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი) ყოველწლიურად ბრძანებით განსაზღვრავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტს.
2. მერის ბრძანებით განსაზღვრება დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა.
3. მერის ბრძანებით განსაზღვრება დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის სავარაუდო ღირებულება.
4. სამუშაო ჯგუფის მიერ მერისათვის წარდგენილი წინადადებების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მერის ბრძანებით გათვალისწინებულ პროექტ(ებ)ზე მეტი. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე.
5. პროგრამის განხორციელების ეტაპები:
ა) მოსამზადებელი ეტაპი;
ბ) საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი;
გ) საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა;
დ) კენჭისყრის ეტაპი;
ე) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა და პროექტ(ებ)ის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;
ვ) პროექტ(ებ)ის განხორციელება;
ზ) პროექტ(ებ)ის მონიტორინგი და შეფასება.
6. პროგრამის განხორციელების ეტაპების კონკრეტული ვადები განისაზღვრება მერის ბრძანები