1. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანია უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ გამოყენებული იქნას ინფორმაციის მიწოდების ის არხები, რომლითაც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ინფორმაციის მისაღებად სარგებლობენ.
2. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია პროგრამაში მონაწილეობისთვის ონლაინ ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის ონლაინ პლატფორმები.
3. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მონაწილეობის ალტერნატიული ფორმების არსებობა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა ან ონლაინ პლატფორმების მოხმარების შეზღუდული უნარ-ჩვევები გააჩნიათ. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იქნას პროგრამაში მონაწილეობის ალტერნატიული ფორმები განაცხადის წერილობით დატოვების ან სხვა სახით.
4. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ მიზნით, პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მინიმალურად აუცილებელია პროგრამაში მონაწილეთა იდენტიფიცირებისათვის როგორც წინადადების წარდგენის, ასევე კენჭისყრის ეტაპზე. პროგრამის ადმინისტრირებისას მასში მონაწილე ყველა წევრის მიერ დაცული უნდა იქნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
5. პროგრამაში მონაწილეთა პირადი მონაცემების გაუხმაურებლობის მიზნით, მონაცემები ინახება კონფიდენციალურად, ხოლო მათი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ხდება იდენტიფიცირებადი მონაცემების წაშლა.
6. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვა. ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და კრიტერიუმებს, ხოლო პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ანგარიში უნდა იყოს საჯარო (გასაჯაროებას არ ექვემდებარება პერსონალური მონაცემები