უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ნახევარწლიური ფორმების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 350.050.010.230.15.006.876
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის
ბრძანება №1/32
2004 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ნახევარწლიური ფორმების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 სექტემბრის №426 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ დებულების” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობაზე ანტიმონოპოლიური კონტროლისა და რეგულირების მექანიზმების სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების შემდეგი ფორმები (დანართი):
ა) კვარტალური ფორმა №VII-01 „ზოგადი მონაცემები მონოპოლისტი საწარმოს საქმიანობის შესახებ” (წარმოადგენენ მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სუბიექტები არა უგვიანეს 25 დღისა საანგარიშო პერიოდის შემდეგ);
ბ) ნახევარწლიური ფორმა №VII-02 „მონოპოლისტი საწარმოს საქმიანობის გამოკვლევა” (წარმოადგენენ მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სუბიექტები არა უგვიანეს 30 ივლისისა და 10 თებერვლისა).
2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
მოვალეობის შემსრულებელი ე. ჯგერენაია





