მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.09.2023
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.109.016404
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2023 წლის 20 სექტემბერი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესი
მუხლი 1🔗
მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით.
მუხლი 2🔗
1.
საქართველოს სახელით მოასპარეზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება შესაძლებელია განხორციელდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის ძეგლთა დაცვისა და ახალგარდობის საქმეთა სამსახურის შუამდგომლობით ან მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით.
2.
წარმატებული სპორტსმენის ან/და მწვრთნელის დაჯილდოების მიზნით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის შუამდგომლობას ან მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივას უნდა დაერთოს სპორტსმენის ან/და მწვრთნელის მიერ წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
სპორტსმენის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ)
მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი;
ე)
მწვრთნელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის დაჯილდოების საკითხის განხილვისას.
4.
ჯილდო გაიცემა მხოლოდ იმ სპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების მიერ გაცემულ ტიტულის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5.
იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი ასპარეზობს რამდენიმე კატეგორიაში, დაჯილდოვდება ერთი კატეგორიის საუკეთესო შედეგის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
1.
გადაწყვეტილებას მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების შესახებ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის ძეგლთა დაცვისა და ახალგარდობის საქმეთა სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2.
მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, საუკეთესო ტიტულის მქონე ერთ სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ყოველი მომდევნო გამარჯვებული სპორტსმენის ჯილდოს არაუმეტეს 20%-ისა;
3.
გუნდური გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდება გუნდი.
მუხლი 4🔗
წარმატებულ სპორტსმენთა დასაჯილდოებლად განსაზღვრულია შემდეგი ოდენობის ფულადი ჯილდოები:
ა)
საქართველოს ჩემპიონატთა პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში არაუმეტეს 1000 ლარისა, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში არაუმეტეს 700 ლარისა, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში არაუმეტეს 500 ლარისა;
ბ)
ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში არაუმეტეს 2000 ლარისა, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში არაუმეტეს 1500 ლარისა, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში არაუმეტეს 1000 ლარისა;
გ)
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში არაუმეტს 3000 ლარისა, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში არაუმეტეს 2500 ლარისა, მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში არაუმეტეს 2000 ლარისა;
დ)
ოლიმპიური ჩემპიონების შემთხვევაში არაუმეტეს 5000 ლარისა.
მუხლი 5🔗
ბრძანება წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შესახებ დასაფინანსებლად იგზავნება მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში.
მუხლი 6🔗
წარმატებული სპორტსმენის დაჯილდოების შესახებ გამოცემული ბრძანება საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.