გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2023 წლის 26 სექტემბერი ქ.გარდაბანი |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემელი თანხის დაწესებას და თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას.
2. პროგრამის განმახორციელებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური.
1. ოქროს მედალოსანი – მოსწავლე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში იღებს სრული ზოგადი განათლების ატესტატს და რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.
2. ვერცხლის მედალოსანი – მოსწავლე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში იღებს სრული ზოგადი განათლების ატესტატს და რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9,8 ან მეტი, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.
3. საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც.
4. წახალისება – ერთჯერადი გასაცემელი თანხა.
მოტივაციის ამაღლებისა და განვითარების ტემპის შენარჩუნების მიზნით საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი გასაცემელის სახით.
1. პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.
2. პროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსნის 400 (ოთხასი) ლარისა და ვერცხლის მედალოსნის 300 (სამასი) ლარის ოდენობით წახალისებას.
1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.
3. დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/ რწმუნებულება (იმ შემთხვევაში თუ პროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვანია).
4. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
5. ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროგრამით მოსარგებლე არის ოქროს/ვერცხლის მედალოსანი.
6. პროგრამით მოსარგებლე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური.
2. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრულ ვადებში. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში’ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის გადაწყვეტილებას განმცხადებელს წერილობითი ფორმით უგზავნის პროგრამის განმახორციელებელი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
4. არასრულწლოვანი მოსწავლისთვის გასაცემი თანხა ჩაირიცხება კანონიერი წარმომადგენლის პირად ანგარიშზე.
1. დაფინანსება განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
2. ანგარიშსწორება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.