გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2024 წლის 30 სექტემბერი ქ. გარდაბანი |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების მიზნით ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობას, თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხასა და გაცემის წესს.
2. პროგრამის განმახორციელებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური.
1. ოქროს მედალოსანი – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.
2. ვერცხლის მედალოსანი – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9,8 ან მეტი და მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც.
4. ჯილდო – ერთჯერადი გასაცემელი თანხა.
მოტივაციის ამაღლებისა და განვითარების ტემპის შენარჩუნების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით.
1. პროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.
2. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება შემდეგი ოდენობით:
ა) ოქროს მედალოსანი – 500 (ხუთასი) ლარი;
ბ) ვერცხლის მედალოსანი – 400 (ოთხასი) ლარი.
1. ჯილდოს გასაცემად გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) წერილი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვანია);
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/სკოლიდან მიღებული სრული ზოგადი განათლების ატესტატი ან აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა;
ე) ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროგრამით მოსარგებლე არის ოქროს/ვერცხლის მედალოსანი;
ვ) პროგრამით მოსარგებლე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიში, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახური.
3. ჯილდოს გაცემის გადაწყვეტილება მიიღება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
1. ჯილდოს გაცემა განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
3. არასრულწლოვანი მოსწავლისთვის გასაცემი თანხა ჩაირიცხება კანონიერი წარმომადგენლის პირად ანგარიშზე.