,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №73/ნ |
|
2023 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 07/03/2016; 470230000.22.035.016378) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის (სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაცია):
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ე) უროლოგიური (BUr), ინფექციური (BInf), ონკოლოგიური (BOnk), კარდიოლოგიური (BCor), პედიატრიული (BPed), პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური მედიცინა (BPl&Est) და სხვა – უზრუნველყოფს შესაბამისი პროფილის პაციენტების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და რეაბილიტაციას.“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სამედიცინო სოციალური ცენტრი – სამედიცინო დაწესებულება, სადაც ხორციელდება შესაბამისი საჭიროების (მათ შორის, პალიატიური სერვისების) მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო-სოციალური მომსახურების (სადღეღამისო) ხანგრძლივად მიწოდება.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჰოსპისი არის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პალიატიურ და დამხმარე მომსახურებას ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი მხარდაჭერის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული სერვისები მიეწოდება პაციენტს ბინაზე, აღნიშნული განიხილება როგორც შინმოვლის სერვისი. ჰოსპისის სერვისების მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს სამედიცინო სოციალური ცენტრის (ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება) სპეციალურად გამოყოფილ სათანადოდ აღჭურვილ პალატებში.“. 4. №7 დანართის: ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) I დონე – აწარმოებს I და II კატეგორიის ქირურგიულ ჩარევებს;“; ბ) ცხრილს ,,გავა-კუდუსუნი“ თავის შემდეგ დაემატოს ,,პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგია“ შემდეგი რედაქციით: „
.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.10.2023.
- როდის იქნა მიღებული „,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ“?
- „,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ“ მიღებულია 02.10.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №73/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.017093.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.10.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შესახებ“, №73/ნ, 02.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017093 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5927754/