საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2023
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016475
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ჩხიკვაძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2023 წლის 29 სექტემბერი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული განაცხადის ფორმები დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი ჩხიკვაძე
დანართი №1
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
ეს წესი აწესრიგებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობასთან, სახელმწიფო ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სხვადასხვა ორგანიზაციების, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და უზრუნველყოფს ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.
მუხლი 2🔗.
წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა
წარმომადგენლობით ხარჯებს განეკუთვნება:
ა) საერთაშორისო და შიდა დანიშნულების კონფერენციების, სემინარების, თათბირების, მიღებების და შეხვედრებისათვის(მათ შორის, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებასთან) გაწეული ხარჯები;
ბ) მუნიციპალიტეტის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის, აგრეთვე სტუმრების მომსახურების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯები, მათ შორის:
ბ.ა) საკონსულო მომსახურების(ვიზების გაფორმება-გაგრძელება) ხარჯები;
ბ.ბ) აეროპორტში დახვედრა-გაცილების ხარჯები;
ბ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები;
ბ.დ) სასტუმროს მომსახურების ხარჯები;
ბ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის (წვენი, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) გათვალისწინებული ხარჯები;
ბ.ვ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები;
ბ.ზ) სუვენირების შეძენის ხარჯები;
ბ.თ) მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურების ხარჯები.
მუხლი 3🔗.
დაფინანსების წყარო
1. წარმომადგენლობითი ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. ინფორმაცია განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს წარედგინება მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მოხსენებითი ბარათით, ხოლო საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს აპარატი ამზადებს ინფორმაციას საკრებულოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვასთან ერთად.
3. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური ბიუჯეტის პროექტის შედგენისას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგენს ღონისძიებათა ჩამონათვალს და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებისას ითვალისწინებს შესაძლებლობის ფარგლებში.
მუხლი 4🔗.
სახსრების ხარჯვის წესი
1. წარმომადგენლობითი ხარჯებით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შესახებ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ივსება განაცხადი დანართი №2-ისა და №3-ის შესაბამისად, რომელიც თანხმდება კურატორ მერის მოადგილესთან. შეთანხმების შემდგომ განაცხადი წარედგინება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს, შემდგომში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში წარდგენის მიზნით.
2. ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების/პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, მერიის ადმინისტრაციული სამსახური მერის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). აღნიშნულის საფუძველზე, მერის რეზოლუციით საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
3. საკრებულოს შემთხვევაში ღონისძიებების ჩატარების შემდგომ საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). მოცემულ ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარე წერილით უგზავნის მერს, ხოლო მერის რეზოლუციით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
4. ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან ხარჯების მიზნობრივად განკარგვაზე.
5. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
დანართი №2
განაცხადი
დელეგაციების მიღებისა და ცალკეული პირების ვიზიტის მომზადებისათვის
ქ. საჩხერე ----- --------------------------წ.
1. განმცხადებელი: -----------------------------------------------------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეული)
2. გამგზავრების ადგილი: ---------------------------------------------------------------------------------
(ქვეყანა, ქალაქი, ორგანიზაცია, ვიზიტის ხანგრძლივობა)
3. ვინ მიემგზავრება: -----------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
4. ვიზიტის განხორციელებისას გვესაჭიროება:
ა) საკონსულო მომსახურება ----------------------------------------------------------------------------------
ბ) სასტუმრო -----------------------------------------------------------------------------------------------------
(ქალაქი, ჩასვლის თარიღი, ცხოვრების ხანგრძლივობა)
გ) სამგზავრო ბილეთები ----------------------------------------------------------------------------------------
(ტრანსპორტის სახეობა, მიმართულება, თარიღი)
დ) საქმიანი შეხვედრები----------------------------------------------------------------------------------------
(ქალაქი, ორგანიზაცია, თარიღი, დრო)
ე) კულტურული პროგრამა----------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებელი შეთანხმებულია
------------------------- -------------------------------
(სამსახურის უფროსი) (კურატორი მოადგილე)
დანართი №3
განაცხადი (დაკვეთა)
გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისათვის
ქ. საჩხერე ---- ----------------------წ.
1. განმცხადებელი -----------------------------------------------------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეულის დასახელება, თანამდებობის პირის გვარი, სახელი, მამის სახელი)
2. განაცხადის შინაარსი: ----------------------------------------------------------------------------------
(ღონისძიების დასახელება)
3. ღონისძიების ჩატარების ადგილი: --------------------------------------------------------------------
(ქალაქი, დაბა, სოფელი)
4. ღონისძიების ჩატარების ვადები: -----------------------------------------------------------------------
(წელი, თვე, რიცხვი, ხანგრძლივობა)
5. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა და შემადგენლობა:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(რამდენი ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და მათი შემადგენლობა)
განმცხადებელი შეთანხმებულია
------------------------------ ---------------------------------
(სამსახურის უფროსი) (კურატორი მოადგილე)