ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩისათვის ირის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

მიღების თარიღი 06.10.2023
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-93. 93232794
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2023
matsne.gov.ge 179 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის პირველი ქუჩისათვის ბაჯიხევის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 06.10.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მესამე ქუჩისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 06.10.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N1 (ცენტრალური) ქუჩისათვის ჰერეთის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 04.08.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 01.09.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 13.01.2025

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩისათვის ირის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-93, 93232794 2023 წლის 6 ოქტომბერი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩისათვის ირის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით: მუხლი 1🔗 მიენიჭოს ირის ქუჩის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად. მუხლი 4🔗 განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5🔗 განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის                                                                                                     მოვალეობის შემსრულებელი                                                                                 ივანე ხაჩიძე