„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №80 |
|
2023 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2023, 140120000.22.034.017382) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაინტერესებული პირი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლისთვის, სააგენტოში იარაღთან ერთად წარმოადგინოს აღნიშნული იარაღის შესაბამისი ტიპისა და კალიბრის 3 ვაზნა. აღნიშნული ვალდებულების შესრულებამდე სააგენტო უფლებამოსილია არ განახორციელოს იარაღის ბალისტიკური შემოწმება (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).“; ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სააგენტოს მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს სპეციალურ ტყვიამჭერში. 9. სააგენტოს მოსამსახურე, ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებულ სამ მასრასა და სამ ტყვიას (გარდა, ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული ტყვიებისა) ათავსებს შესაბამის კონტეინერში (კოლოფში, პაკეტში) და ლუქავს. დალუქული კონტეინერი იარაღისა და მისი მფლობელის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან ერთად 30 დღის ვადაში, ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.“; გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. ცეცხლსასროლი იარაღიდან (გარდა პისტოლეტის ან რევოლვერის სისტემის იარაღისა) ექსპერიმენტული გასროლის შედეგად ტყვიამჭერში გასროლილი ტყვიის გარსის მთლიანობის დარღვევის (დაზიანების/დაშლის) შემთხვევაში, სააგენტოს მოსამსახურე უზრუნველყოფს მხოლოდ მასრის ნიმუშების ამოღებას და ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წესით ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის გადაცემას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 25 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2023.
- როდის იქნა მიღებული „იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.10.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №80. სარეგისტრაციო კოდი — 140120000.22.034.017408.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 1 აგვისტოს №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №80, 10.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017408 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5937637/