„ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№399
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.024232
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №399 

2023 წლის 10 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2014, 300160070.10.003.017843) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული:

ა) დანართ №1-ის პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს:“;

 ა.ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას;“;

ბ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №3

დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას

გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)

3 ჯოული და მეტი

ჭურვის ტიპი

პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია

ჭურვის წონა

0.32 გრ – 0.45 გრ

შენიშვნა:

1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებლები.

2. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).

3. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.“;

გ) დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №4

სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა ტარება დასაშვებია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ

იარაღის დამამზადებლის ან მწარმოებლის მიერ დამზადებული იარაღის საერთო სიგრძე

55 სმ-ზე მეტი

გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)

5 ჯოული და მეტი

ჭურვის ტიპი

პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია

ჭურვის წონა

0.32 გრ – 0.45 გრ

შენიშვნა:

1. ფიზიკური პირის მიერ დასაშვებია მხოლოდ იმ სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებიც შეესაბამება ამ დანართს და რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

2. აკრძალულია სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ამ დანართის მოთხოვნებს ან რომელიც არ არის რეგისტრირებული სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

3. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული იარაღის საერთო სიგრძისა და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.

4. იარაღის საერთო სიგრძის გაზომვის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.

6. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი