გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

მიღების თარიღი 13.10.2023
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №188
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2023
matsne.gov.ge 373 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 09.08.2024 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 12.12.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 12.12.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 10.10.2025 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 08.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №188 2023 წლის 13 ოქტომბერი ქალაქი გორი გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის კობა ბერიანიძის ინიციატივა, რომლითაც ითხოვს „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულებით სოფელ ზეღდულეთში მინიჭებული გეოგრაფიული ობიექტისთვის – №2 ქუჩისთვის და №2 ქუჩის I შესახვევისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევას და №2 ქუჩისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან მანძულაშვილის სახელის, ხოლო №2 ქუჩის I შესახვეისთვის – ლევან მანძულაშვილის ქუჩის I შესახვევის დარქმევას. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №38 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. ასევე მნიშვნელოვანია რომ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა. სწორედ სხვა ობიექტურ გარემოებად უნდა ჩაითვალოს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან მანძულაშვილის სახელის დარქმევა ძველი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების გადარქმევით. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტისდა 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულების 26-ე პუნქტით დამტკიცებული №26 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს – №2 ქუჩას და №2 ქუჩის I შესახვევს გადაერქვას სახელწოდება და №2 ქუჩას ეწოდოს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ ლევან მანძულაშვილის სახელი, ხოლო №2 ქუჩის I შესახვევს – ლევან მანძულაშვილის ქუჩის I შესახვევი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30). საკრებულოს თავმჯდომარე                             დავით რაზმაძე