ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ,,ხელვაჩაურის დღეები“-ს ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2023
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016378
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ,,ხელვაჩაურის დღეები“-ს ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2023 წლის 27 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ,,ხელვაჩაურის დღეების“ ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ,,ხელვაჩაურის დღეების“ ორგანიზების წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
2.
დაევალოს მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს ყოველწლიურად აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯების გათვალისწინება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე
დანართი
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ,,ხელვაჩაურის დღეების“
ორგანიზების წესი
მუხლი 1🔗
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეების“ ორგანიზების წესით რეგულირდება ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის დაგეგმვა და გამართვა.
მუხლი 2🔗
აღნიშნული წესის მიზანი და ამოცანაა ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ზეიმის ორგანიზებით ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება და მათი საქმიანობისა და ცხოვრების წესის მაგალითით მომავალი თაობების აღზრდა. ტრადიციების, კულტურისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა და უკვდავყოფა. რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.
მუხლი 3🔗
1. ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაული ტარდება ყოველწლიურად, სექტემბრის თვის მეორე ნახევარში, დღესასწაული მოიცავს ხალხური თვითშემოქმედების საერთო და ჟანრობრივ დათვალიერებებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის დამახასიათებელი კუთხეების გამოფენას (ლაზური, მაჭახლური, აფხაზური და სხვა კუთხე).
2. სახალხო დღესასწაული აღინიშნება სამი დღის განმავლობაში. პირველი ორი დღე დღესასწაული/ღონისძიება ჩატარდება მუნიციპალიტეტის მხრიდან შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო დასკვნითი დღის ღონისძიება ჩატარდება გონიოს ციხეში ან/და სხვა შერჩეულ ტერიტორიაზე, სადაც გაიმართება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამახასიათებელი კუთხეების გამოფენები (ლაზური, მაჭახლური, აფხაზური და სხვა კუთხე), მრავალფეროვანი გასართობი, მუსიკალური ღონისძიებები, მათ შორის, გასტრონომიული გამოფენა და სხვა აქტივობები.
მუხლი 4🔗
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის მომზადება-ჩატარებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც ამ მისიას ახორციელებს მისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით.
მუხლი 5🔗
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის გაზიარება ხდება მუნიციპალიტეტის ისტორიული და თანამედროვე რეგალიების გათვალისწინებით. გამოიცემა სასუვენირო ლიტერატურა მზადდება მედალიონები, საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ სხვადასხვა შინაარსის წოდებები, სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ღვაწლმოსილ პიროვნებებს.
მუხლი 6🔗
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეების“ დაფინანსების წყაროა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ გათვალისწინებული თანხები.