ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2016 წლის 25 მაისი ქ. საჩხერე |
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე,
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესი
მუხლი 1
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების ორგანიზების წესით რეგულირდება ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების დაგეგმვა და გამართვა.
მუხლი 2
აღნიშნული წესის მიზანი და ამოცანაა ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების, ზეიმების ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის პრესტიჟისა და ავტორიტეტის ზრდა, ეროვნული მეურნეობის განვითარებაში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში მოსახლეობის ფართო ფენების ჩაბმა, მათი სტიმულირება, საჩხერის მუნიციპალიტეტში აღზრდილი ერის წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება და მათი ცხოვრება-საქმიანობის წესის მაგალითით მომავალი თაობების აღზრდა.
მუხლი 3
ადგილობრივი მნიშვნელობის სახლხო დღესასწაულები ტარდება ყოველწლიურად. კონკრეტული თარიღი დგინდება მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციების გათვალისწინებით. დღესასწაული მოიცავს ხალხური თვითშემოქმედების საერთო და ჟანრობრივ დათვალიერებებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებს.
მუხლი 4
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების მომზადება-ჩატარებას უზრუნველყოფს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელიც ამ მისიას ახორციელებს მისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით.
მუხლი 5
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების რეკლამირება ხდება მუნიციპალიტეტის ისტორიული და თანამედროვე რეგალიების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა (განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა) კომისიასთან შეთანხმებით, გამოიცემა სასუვენირო ლიტერატურა, მზადდება მედალიონები, არსდება სხვადასხვა შინაარსის წოდებები, შესაბამისი ატრიბუტიკა და საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ღვაწლმოსილ პიროვნებებს.
მუხლი 6
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულების დაფინანსების წყაროა საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ გათვალისწინებული თანხები, მოპოვებული გრანტები და საქველმოქმედო თანხები.