სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404396328) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №253
2023 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404396328) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 482 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და 481 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის’’ პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე:
1. გაუუქმდეს სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი: 0014 - 9004).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია ს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 7 მაისის №42 განკარგულება.
3. დაიწყოს სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია ს“ ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია ს“ ლიკვიდატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).
5. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე (www.matsne.gov.ge). ასევე, ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორ(ებ)ს, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.
6. ამ განკარგულების ძალაში შესვლისთანავე პროვაიდერის ხელმძღვანელ პირებს და ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ყველა ორგანოს ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.
7. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ნათელა თურნავა
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოს ეროვნული ბანკი