„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№321/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016789
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №321/04

2023 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/10/2013; ს/კ: 220020000.18.011.016109) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გაუნაწილებელი მოგება (ზარალი), რომელიც დაითვლება ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტების შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-5 პუნქტები:

„3. კომერციული ბანკი ვალდებულია ძირითადი პირველად კაპიტალში ჩასართავი გაუნაწილებელი მოგებიდან დაქვითოს  განჭვრეტადი დივიდენდი (foreseeable dividend), გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავი გაუნაწილებელი მოგებიდან დასაქვითი განჭვრეტადი დივიდენდის მოცულობა  განისაზღვრება როგორც კომერციული ბანკის წესდებით განსაზღვრული შესაბამისი ერთეულისთვის/ორგანოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი გასაცემი დივიდენდის მოცულობა. ხოლო, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კომერციული ბანკის  წესდებით განსაზღვრული შესაბამისი ერთეულის/ორგანოს მიერ დამტკიცებული გასაცემი დივიდენდის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ განჭვრეტადი დივიდენდის მოცულობა განსაზღვრულია დიაპაზონის სახით, ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავი გაუნაწილებელი მოგებიდან დასაქვითი განჭვრეტადი დივიდენდის მოცულობა განისაზღვრება როგორც დიაპაზონის ზედა ზღვარი.

5. განჭვრეტადი დივიდენდი, რომლის გაცემა არ ამცირებს ძირითად პირველად კაპიტალს, არ უნდა დაიქვითოს ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავი გაუნაწილებელი მოგებიდან.“.

3. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის მრავალმხრივი განვითარების ბანკებად ითვლება ინტერამერიკული საინვესტიციო კორპორაცია, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი და ცენტრალური ამერიკის ბანკი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია; ინტერამერიკული განვითარების ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; აფრიკის განვითარების ბანკი; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი; ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი; კარიბის განვითარების ბანკი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი; ევროპის საინვესტიციო ფონდი; მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო; იმუნიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი; ისლამური განვითარების ბანკი; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი; საერთაშორისო განვითარების ასოციაცია.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი;

ჟ) საერთაშორისო განვითარების ასოციაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა