საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.03.2005 ბოლო ცვლილება 18.04.2008
ნომერი
№455
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.007.140
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 16/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.140

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №455

2005 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის საბუთის) თანდართული ნიმუში (დანართი 1):

პირადობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196 X 68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს:

1.    სახელი;

2.    გვარი;

3.    დაბადების წელი, რიცხვი, თვე;

4.    დაბადების ადგილი;

5.    პირადი ნომერი;

6.    ფოტოსურათი;

7.    პირადი ხელმოწერა;

8.    მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

9.    თანამდებობის პირის ხელმოწერა;

10.  მოწმობის გაცემის თარიღი;

11.  მოწმობის მოქმედების ვადა;

12.  მისამართი.

2. დაევალოს ეკონომიკურ დეპარტამენტს (გ. შონვაძე) და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტს (ირაკლი ფორჩხიძე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.

3. ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკი ძალაშია მათ სრულ გახარჯვამდე.

4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.

5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

დანართი №1