“საქართველოში მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№719
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.007.305
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 26/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.305

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №719

2005 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

“საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. “საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის №455 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის საბუთის) თანდართული ნიმუში (დანართი 1):

პირადობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა “საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.

პირადობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს:

1) სახელი;

2) გვარი;

3) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;

4) დაბადების ადგილი;

5) პირადი ნომერი;

6) ფოტოსურათი;

7) პირადი ხელმოწერა;

8) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

9) თანამდებობის პირის ხელმოწერა;

10) მოწმობის გაცემის თარიღი;

11) მოწმობის მოქმედების ვადა;

12) მისამართი.“

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                 კ. კემულარია