საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დადგენილება №4 |
|
2023 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემუშავდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში - საქსტატი) მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის მიწოდების წესი (შემდგომში - წესი), რითაც განისაზღვრება საქსტატის მიერ ბეჭდური პუბლიკაციების მიწოდებასთან დაკავშირებული პირობები.
ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაცია წარმოადგენს საქსტატის მიერ გამოცემულ სტატისტიკურ პუბლიკაციას, რომელიც ასახავს საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-დემოგრაფიულ პროცესებსა და ტენდენციებს, საქსტატის მიერ ჩატარებული სტატისტიკური გამოკვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე მიღებული მონაცემებით.
1. საქსტატის მიერ შესაძლებელია ბეჭდური სახით გამოიცეს სხვადასხვა თემატიკის პუბლიკაცია.
2. საქსტატი უფლებამოსილია გაავრცელოს ბეჭდური პუბლიკაცია როგორც სასყიდლით, ასევე უსასყიდლოდ.
3. სასყიდლიანი ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის საფასური განისაზღვრება საქსტატის საბჭოს 2023 წლის 3 ნოემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობებისა და საფასურის განსაზღვრის წესით“.
1. საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის მიწოდება ხორციელდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირი ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის მიწოდების მოთხოვნას აგზავნის საქსტატის სახელზე, წერილობით ან ელექტრონულად საქსტატის ელექტრონული ფოსტაზე (info@geostat.ge). მოთხოვნაში მიეთითება პუბლიკაციის რაოდენობა.
3. სასყიდლიანი ბეჭდური პუბლიკაციის შემთხვევაში, პუბლიკაციის საფასურის გადახდა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საქსტატის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. პუბლიკაციის მიწოდების ადგილია საქსტატის სათავო ოფისი (მის: ც. დადიანის ქ. №30).
წინამდებარე წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქსტატის საბჭოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.