საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3859-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
190020010.05.001.102053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 1144 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს იმავე ნაწილით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​​1“ და „ბ​​2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივი გავრცელება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3859-XIIIმს-Xმპ