საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მხარჯავ დაწესებულებებთან კოორდინაციით, რისთვისაც ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები და ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.“.
2. 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2018 წ. N3461-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3461-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 190020010.05.001.019160.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3461-Iს, 20.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.019160 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4327979/