1. მერის წარმომადგენელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერის წარმომადგენელს აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით, დადგენილი ფორმის ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს მერი.

5. მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ე) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ვ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

ზ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

თ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს და გასცემს შესაბამის ცნობებს;

ი) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

კ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ, იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ჩასახლებული ეკომიგრანტების და დევნილების რაოდენობისა და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ, სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

მ) თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დავალებებს აძლევს და კოორდინაციას უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ სპეციალისტს/სპეციალისტებს;

ნ) ვალდებულია, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, დაბადების რეგისტრაციის თაობაზე შეატყობინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;

ო) ვალდებულია, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე შეატყობინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, და წარმოადგინოს დადგენილი ფორმის წესით შევსებული ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ;

პ) ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.

6. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს სპეციალისტი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულშ