1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც კონკურსის წესით დანიშნულია მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც, სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არაუმეტეს მერის უფლებამოსილების ვადით და მერს ხელს უწყობს უფლებამოსილების განხორციელებაში;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც როგორც წესი, გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე მიიღება მერიის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.

2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომელსაც მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი.

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელსაც მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერ