1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.

2. ვაკანტური ადგილის კონკურსის წესით შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება, მერის ბრძანების საფუძველზე, დროებით უნდა დაეკისროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში, მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის მოვალეობის შესრულება დროებით უნდა დაეკისროს – მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის ყველა მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია – მერიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანსიის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება დროებით უნდა დაეკისროს სამსახურის უფროსის მოადგილეს. ასეთის არარსებობის შემთხევაში – ერთ-ერთი  განყოფილების უფროსს, ხოლო განყოფილების უფროსის არარსებობის შემთხვევაში-სამსახურის რომელიმე მოხელეს.

5. სამსახურის მეორე, მესამე და მეოთხე რანგის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში, მოხელის მოვალეობა სამსახურის უფროსის წარდგინებით დროებით უნდა დაეკისროს ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელე