„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№483
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.024316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №483

2023 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“:

1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ექიმ-სპეციალისტების გადამზადების უზრუნველყოფა მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დაფინანსება;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში გადამზადების დაფინანსება.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მაძიებლებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და ჩარიცხული არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამაში (გარდა საექიმო სპეციალობებისა − „თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოპედიული სტომატოლოგია“, „ორთოდონტია“) საქართველოში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში;“.

4. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში გადამზადების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად:

ა) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ ექიმ-სპეციალისტებს, კანონმდებლობის შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;

ბ) პროგრამისთვის ექიმ-სპეციალისტების შერჩევა და პრიორიტეტების განსაზღვრა განხორციელდება ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელობის, ასევე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსადმი;

გ) სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: პროგრამაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ძირითად სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი; ძირითად სპეციალობაში სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექიმ-სპეციალისტების გადამზადების თაობაზე ეგზავნება სამინისტროს;

ე) ექიმ-სპეციალისტების გადამზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირებული ექიმებისთვის მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ინდივიდუალურად განსაზღვრული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილის სწავლების საფუძველზე;

ვ) ექიმ-სპეციალისტების გადამზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ხორციელდება დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამების განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების/ უმაღლესი სასწავლებლების (შემდგომში − სასწავლებელი) ბაზაზე;

ზ) პროგრამაში მონაწილე სასწავლებელი დაფინანსდება ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით.“.

5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების განმახორციელებელია სამინისტრო.“.

6.   მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-5 პუნქტი:

„5. პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:

ა) დაფინანსება განხორციელდება განათლების ვაუჩერის მეშვეობით;

ბ)  განათლების ვაუჩერი წარმოადგენს კომპონენტის ფარგლებში შერჩეული მაძიებლისთვის (ექიმ-სპეციალისტისთვის) განკუთვნილ არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში გადამზადების დასაფინანსებლად;

გ) მაძიებლები (ექიმ-სპეციალისტები) ამ კომპონენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით;

დ) კომპონენტის ფარგლებში, სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირებული ექიმებისთვის მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ინდივიდუალურად განსაზღვრული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილის სწავლის დაფინანსება განხორციელდება პროგრამისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;

ე) განათლების ვაუჩერის განაღდება მოხდება კომპონენტის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამების განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებებიდან/უმაღლესი სასწავლებლებიდან  წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ყოველკვარტალურად, თითოეულ ექიმ-სპეციალისტზე გადაანგარიშებით, სამინისტროს მიერ;

ვ) აღნიშნული პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ექიმ-სპეციალისტების გადამზადება მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ფინანსდება სრულად, დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამის შესაბამისად.“.

7.  მე-6 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:

„ე2) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებში  სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა.“.

8.  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“ და „თ“ კომპონენტების განმახორციელებელია სამინისტრო, ხოლო ამავე მუხლის „დ“ და „ე“ კომპონენტების − სააგენტო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2023.
როდის იქნა მიღებული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №483. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.024316.
რამდენი მუხლისგან შედგება „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №483, 11.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024316 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5997877/