„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №369 |
|
2023 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სერტიფიცირებული ექიმების (სპეციალობები: საოჯახო მედიცინა, ზოგადი ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია და ორთოპედია-ტრავმატოლოგია) მზადების უზრუნველყოფა სუბსპეციალობაში − სასამართლო ექსპერტიზა.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საჭიროების შემთხვევაში, სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ცალკეულ საექიმო სპეციალობებში ტესტ-კითხვარების ბაზების განახლება;
ე) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის ტესტ-კითხვარების ბაზების განახლება;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში − ბიურო) ოთხი რეგიონული დანაყოფისთვის (აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ სერტიფიცირებული ექიმების (სპეციალობები: საოჯახო მედიცინა, ზოგადი ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია და ორთოპედია-ტრავმატოლოგია) მზადების დაფინანსება.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაძიებლებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და 2023 წელს ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამაში საქართველოში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/ სასწავლებლებში №11 დანართით („პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში“) განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა განხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბსპეციალობაში − სასამართლო ექსპერტიზა ექიმების გადამზადების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად:
ა) პროგრამის სამიზნე პოპულაციაა ბიუროს ოთხი რეგიონული დანაყოფისთვის (ეს რეგიონებია: აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი) სერტიფიცირებული არაუმეტეს 10 ექიმის (სპეციალობები: საოჯახო მედიცინა, ზოგადი ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია და ორთოპედია-ტრავმატოლოგია) მზადების დაფინანსება, უპირატესობა ენიჭებათ ქალ ექიმებს;
ბ) რეგიონების მიხედვით გადასამზადებელი ექიმები განაწილებულნი არიან შემდეგი რაოდენობით: აჭარა − 2 ექიმი, იმერეთი − 2 ექიმი, კახეთი − 3 ექიმი, სამცხე-ჯავახეთი − 3 ექიმი;
გ) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმების მზადება ხორციელდება სსიპ − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში − სასწავლებელი) სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ბაზაზე;
დ) სასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს ექიმ-სპეციალისტების მზადება სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული შესაბამისი პროგრამებით;
ე) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ გადამზადების შემდეგ, ექიმ-სპეციალისტი უფლებამოსილი იქნება, იმუშაოს ბიუროს შესაბამის რეგიონულ დანაყოფში;
ვ) პროგრამაში ჩართული სასწავლებელი დაფინანსდება ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით.“.
4. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.
5. მე-5 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:
ა) დაფინანსება განხორციელდება განათლების ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც მოცავს უშუალოდ სწავლებისა და ასევე სწავლების ხელშეწყობის ანაზღაურებას;
ბ) განათლების ვაუჩერი წარმოადგენს კომპონენტის ფარგლებში შერჩეული მაძიებლებისათვის განკუთვნილ, არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს;
გ) ექიმები ამ კომპონენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას (ექიმების სწავლის ნაწილში) იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით;
დ) კომპონენტის ფარგლებში სწავლის დაფინანსება განხორციელდება პროგრამისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
ე) განათლების ვაუჩერის − ექიმების სწავლისა (არაუმეტეს 330 ლარისა) და სწავლის ხელშეწყობის საფასურის ანაზღაურება (არაუმეტეს 2 420 ლარისა) განხორციელდება პროგრამაში მონაწილე სასწავლებლიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ყოველთვიურად, თითოეულ ექიმზე გადაანგარიშებით, სამინისტროს მიერ;
ვ) ერთი ექიმის გადამზადების ერთი თვის ხარჯი შეადგენს არაუმეტეს 2 750 ლარს, ფაქტობრივი დასწრებების გათვალისწინებით;
ზ) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ მზადების ხანგრძლივობა შეადგენს 9 თვეს (საექიმო სპეციალობაში − საოჯახო მედიცინაში სერტიფიცირებული ექიმებისთვის) და 6 თვეს (საექიმო სპეციალობებში − ზოგად ქირურგია მეანობა-გინეკოლოგია და ორთოპედია-ტრავმატოლოგია − სერტიფიცირებული ექიმებისთვის).“.
6. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) სუბსპეციალობის პროგრამაში − „სასამართლო ექსპერტიზა“ გადამზადებული კვალიფიციური ექიმებით ბიუროს ოთხი რეგიონული დანაყოფის (აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი) უზრუნველყოფა.“.
7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროგრამული კოდი: 27 03 04) პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.“.
8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ზ“ კომპონენტების განმახორციელებელია სამინისტრო, ხოლო ამავე მუხლის „დ“ და „ე“ კომპონენტების − სააგენტო.“.
9. №11 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №11
პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში
1. პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია.
2. ფსიქიატრია.
3. ფთიზიატრია-პულმონოლოგია.
4. ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია.
5. სასამართლო მედიცინა.“.
|