სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

განცხადება

სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათელა თურნავას 2023 წლის 27 ოქტომბრის №253 განკარგულების საფუძველზე, სააქციო საზოგადოება „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას“ (ს/ნ: 404396328) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას“  მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სს „მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. N1 (ტელ: 599 511 382,  ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

ლიკვიდატორი                                                                    როინ ცაციაშვილი