„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016839
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №106

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ “ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება :

1. 1 პირველი მუხლის „ბ “ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სარიტუალო მომსახურებები “ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში “:

ა ) შევიდეს ცვლილება პირველი მუხლის პირველი პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. „სარიტუალო მომსახურებები “ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი “ (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვას , ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვას , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი /ები -ს წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დაფარვის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს .“;

ბ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯები .“.

გ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 -სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 400.00 (ოთხასი ლარი და 00 თეთრი ) ლარი .“;

დ ) შევიდეს ცვლილება მე -3 მუხლის 41 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„41. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს ) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის ) ხარჯები ანაზღაურდება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში :

ა ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

ბ ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში );

გ ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ;

დ ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროებისამებრ ),

ე ) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ (ოჯახის წევრის არ არსებობის შემთხვევაში );

ვ ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით .“.

 

1.2 პირველი მუხლის „დ “ ქვეპუნქტით დამტკიცებული “ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები “ (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი “ ქვეპროგრამის განხორციელების წესში :

 

ა ) შევიდეს ცვლილება მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ა ) რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები . ქვეპროგრამის მიზნებისთვის რეინტეგრირებული ბავშვი გულისხმობს 1-დან 18 წლამდე ბავშვს . ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 14 ოჯახის დახმარება .“.

 

1.3 პირველი მუხლის „ი “ ქვეპუნქტით დამტკიცებული “მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების “ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესში :

ა ) შევიდეს ცვლილება პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

„1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება “ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილი ) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის პირობებსა და პროცედურებს , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში “;

 

ბ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე , მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახები , რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ) და ჰყავთ 4 და მეტი შვილი . ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1-წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს ), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს ) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი . მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი ) წლამდე შვილების რაოდენობის გათვალისწინებით .“;

 

გ ) მე -2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„11. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე , მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახები , რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ). აღნიშნული ოჯახები , მეოთხე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას მიიღებენ ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით .“;

 

დ ) ამოღებულ იქნეს მე -2 მუხლის მე -2 პუნქტი;

 

ე ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული /მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ) მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევას , თითო არასრულწლოვან ბავშვზე 35 (ოცდათხუთმეტი ) ლარის ოდენობით . ბავშვის გარდაცვალების ან /და ბავშვისთვის 18 წლის შესრულების შემთხვევაში , პროგრამით დადგენილი დახმარება ოჯახს მიეცემა დანარჩენი არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობის მიხედვით .“;

 

ვ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის 31 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„31. ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ მრავალშვილიანი ოჯახების დაფინანსებას , რომლებიც სარგებლობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების “ პროგრამით და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი ) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ), მაგრამ ბავშვის გარდაცვალების გამო შეუწყდათ მოსარგებლის სტატუსი . ამ შემთხვევაში , მატერიალური დახმარება გაიცემა 18 წლამდე ასაკის შვილების რაოდენობის გათვალისწინებით . თუმცა ოჯახზე განაცდური თვეები არ ანაზღაურდება“;

 

ზ ) შევიდეს ცვლილება მე -2 მუხლის მე -4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე :

ა ) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე ;

ბ ) ერთ -ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;

გ ) ბავშვების დაბადების მოწმობები ;

დ ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში );

ე ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში );

ვ ) ერთ -ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერის დედანი , დამოწმებული ბანკის ბეჭდით ;

ზ ) ბავშვის გარდაცვალების მოწმობა (ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ).

 

თ ) შევიდეს ცვლილება მე -3 მუხლის მე -2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან . ზემოაღნიშნული , ყოველთვიურად განახლებადი ბაზების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში , რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშწორებისას .“;

 

ი ) მე -3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. ამ წესის მე -2 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებს ახალშობილის ერთ -ერთი მშობელი . მუნიციპალიტეტისთვის მომართვა უნდა განხორციელდეს ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში .“;

 

კ ) მე -3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. ამ წესის მე -2 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება მრავალშვილიან პირზე გაიცემა მასთან ფაქტობრივად მცხოვრები შვილების რაოდენობიდან გამომდინარე . ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით , პროგრამის განმახორციელებელი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს .“.

1.4 პირველი მუხლის „მ “ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა “ (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განხორციელების წესში :

ა ) მე -2 მუხლს დაემატოს „11პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„11. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე , რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი .“;

 

ბ ) მე -3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ “ ქვეპუნქტი :

„ვ ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში ).“.

გ ) შევიდეს ცვლილება მე -3 მუხლის მე -3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური , ბენეფიციარის ქალაქ რუსთავში ცხოვრების ფაქტის დადგენის მიზნით , საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს .“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია