1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით, 2 დღემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით, ან თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების წესს განსაზღვრავს მინისტრ